ვოკალისტთა საერთაშორისო  კონკურსი „ოპერის  ოქროს ოქროს ხმა“,  2022 წელს  თავის  დაბადებას   აღნიშნავს  და   ამიერიდან  სისტემატურად  გაიმართება   ქალაქ  ბათუმში, რომელიც სამართლიანადაა მიჩნეული შავი ზღვის   აუზის ჭეშმარიტ  მარგალიტად (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო).

კონკურსი,  ფესტივალ   „ბათუმის რაფსოდია“ერთერთი შემდგენელი ნაწილია. ფესტივალიც  და კონკურსიც,  პირველად, ორი  წლის წინ –   2020 წელს  უნდა გახსნილიყო , მაგრამ  გლობალური  პანდემიის  უპრეცედენტო  რეალობამ  თარიღის   კორექტირება  გამოიწვია.

ფესტივალის ჩატარება თავიდანვე  ქალაქ ბათუმში  გადაწყდა. მისი ჯადოსნური ატმოსფერო  ანდამატივით  იზიდავს  მსოფლიოს  ყველა კუთხიდან  ჩამოსულ ტურისტებსა და დამსვენებლებს,   მუსიკოსებსა და ხელოვან  ადამიანებს,  იდეალურ  გარემოს   ქმნის  სრულფასოვან   დასვენებისთან ერთად   მაღალი ხელოვნების   შედევრებთან ამაღელვებელი  და დაუვიწყარი  ზიარებისთვის.   მუსიკა და  ზღვა  ასეთ  შესაძლებლობათა კონტექსტში  ერთერთი  ყველაზე  მომხიბვლავი პერსპექტივაა, რომელსაც  თავად  ქალაქ   ბათუმის  მდიდარი  მუსიკალური  ტრადიციებიც  ადასტურებენ.

კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ , ახალგაზრდა,  როგორც დამწყები, ისე უკვე გამოცდილი მომღერლებისთვის,  შესანიშნავი პერსპექტივა და  საშუალება იქნება  თავიანთი  ვოკალური  შესაძლებლობები  წარადგინონ  მსოფლიო საოპერო ინდუსტრიის  წამყვანი  სპეციალისტების წინაშე – ჩვენი მიზანია, კომპეტენტური ჟიური სწორედ ასეთი  წევრებით  იქნას   დაკომპლექტებული ( სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი  საოპერო თეატრების  სამხატვრო ხელმძღვანელები, კასტინგ დირექტორები, მსოფლიოში ცნობილი  საოპერო  მომღერლები, დირიჟორები და ა.შ ).

ქართველი მომღერლებისთვის ჩვენი კონკურსი  სხვა ბენეფიტებთან ერთად   შესანიშნავი    საშუალება და  მოტივაციაა    ქვეყნიდან  გაუსვლელად   წარმოაჩინონ   საკუთარი  თავი  საერთაშორისო  ჟიურის   გამოცდილი   წევრების   წინაშე.

კონკურსი,  თავის   გამარჯვებულებსა  და  ფინალისტებს მსოფლიოს  წამყვან სააგენტოებში, თეატრებში, სამუსიკო სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში, საოპერო  სტუდიებში მიწვევის   ან   სწავლის  გაგრძელების უნიკალურ შესაძლებლობებს  მისცემს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  რეგისტრაცია უნდა  გაიარონ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე.  მათ  მიერ გამოგზავნილი ვიდეო ჩანაწერების მოსმენის  შემდგომ  შეირჩევა  არაუმეტეს  60  მონაწილისა .

მგზავრობის,  სასტუმროსა და კვების ხარჯებს   თავად   კონკურსანტი  უზრუნველყოფს.

ფესტივალი  უფლებას იტოვებს   კონკურსისა  თუ ფესტივალის მონაწილეებს შესთავაზოს    პარტნიორი   სასტუმრო ან  კვების  ობიექტი,  სადაც მათ  სპეციალური ფასდაკლება  დახვდებათ. ბუნებრივია,  მონაწილეებს    სრული თავისუფლება  აქვთ  მათთვის  სასურველი  სასტუმროს,  ბინის  თუ კვების ობიექტების  არჩევისას.

კონკურსზე რეგისტრაცია და განრიგი:

კონკურსში მონაწილეობაზე აპლიკანტის  განაცხადის მიღება და რეგისტრაცია:  2022 წლის 15 ივლისამდე.

შენიშვნა:  კონკურსზე  დაშვებულ  მონაწილეთა  სია  გამოქვეყნდება არა უგვიანეს 15 აგვისტოსი

2022 წლის 22 და 23 სექტემბერს:

კონკურსის მონაწილეთა ქ.ბათუმში ჩამოსვლა.

23 და 24 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში:

  1. ქ. ბათუმში, ადგილზე გამოცხადება და რეგისტრაციის გავლა.
  2. კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფისთვის პირადი საკონტაქტო დეტალების: ტელეფონი, ელ.ფოსტა, სასტუმრო ან საცხოვრებელი ბინის მისამართი და ა.შ. შეტყობინება.
  3. პიანისტ-კონცერტმაისტერებთანდა სამუსიკო სასწავლებლის სარეპეტიციო ოთახებში განაწილება (სურვილისამებრ პიანისტთან მუშაობა).

*კონკურსანტი იტოვებს უფლებას, თანამშრომლობის დროს შეუთავსებლობის გამო, ერთჯერადად გამოცვალოს მისთვის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შეთავაზებული კონცერტმაისტერი.

24 სექტემბერი – 20: 00 საათზე
ფესტივალ-კონკურსის გახსნის ცერემონიალი და მოაწილეთა კენჭისყრა

25 – 26 სექტემბერი
კონკურსის პირველი შესარჩევი ტური: 11.00 სთ – 21.00 სთ.
(შესვენება 15.00-17.00)

რეპეტიცია – გამღერება სამუსიკო სასწავლებელში. ტურზე გამოცხადება კენჭისყრაზე მინიჭებული ნომრის შესაბამისად.
კონკურსანტი დანიშნულ დროზე 30 წუთით ადრე (არაუგვიანეს) უნდა გამოცხადდეს.
გამოსვლის ხანგძლივობის მაქსიმუმი: 15 წუთი.
სრულდება 2 არია ფორტეპიანოს თანხლებით.

27 – 28 სექტემბერი კონკურსის მეორე შესარჩევი ტური:
13.00 სთ – 20.00 მდე (შესვენება 15.00-17.00 მდე)

რეპეტიცია/გამღერება სამუსიკო სასწავლებელში. ტურზე გამოცხადება კენჭისყრაზე მინიჭებული ნომრის შესაბამისად.
კონკურსანტი დანიშნულ დროზე 30 წუთით ადრე (არაუგვიანეს) უნდა გამოცხადდეს.
გამოსვლის ხანგძლივობის მაქსიმუმი: 15 წუთი.
სრულდება 2 არია ფორტეპიანოს თანხლებით.

29 სექტემბერი: მესამე, ფინალურ ტურზე გასულ კონკურსანტთა რეპეტიცია ორკესტრთან.
რეპეტიციის საათები გამოცხადდება დამატებით, კონკურსის მსვლელობის პერიოდში.
იმავე დღეს, დაგეგმილია ჟიურის წევრთა მასტერკლასები დამწყები მომღერლებითვის . მასტერკლასზე მონაწილეობის მსურველელთა წინასწარი რეგისტრაცია მოხდება კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფთან – ელ.ფოსტით ან ადგილზე გაკეთებული განაცხადით კონკურსის მსვლელობისას.

30 სექტემბერი: მესამე ტური და კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონია – 20:00 სთ.
ფინალური ტურის დასრულების შემდეგ ჟიური განიხილავს ( გამოცხადდება შესვენება) და გამოავლენს ლაურეატებს, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი პრემიები. ასევე, გამოვლენილი იქნებიან სპონსორების მიერ სპეციალურად კონკურსისთვის დაწესებული პრიზებისა თუ ჯილდოების მფლობელები.
ფინალში გასული მონაწილეები იმეორებენ ერთ არიას წინა ტურებიდან და იმღერებენ ერთ ახალ არიას. საფინალო გალა კონცერტი ორ განყოფილებად ჩატარდება. მონაწილეები ყოველ განყოფილებაში თითო არიას შეასრულებენ.
საფინალო ტური -კონცერტი ჩატარდება ორკესტრის თანხლებით.

*კონკურსი ჟიურის მსოფლიო საოპერო ინდუსტრიის წამყვანი სპეციალესტებითა და უმაღლესი რანგის პროფესიონალი მუსიკოსებით იქნება დაკომპლექტებული. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილება კონკურსანტის შეფასებისას საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისდ, კონკურსანტის აპელაცია არ განიხილება.
*დაგვიანების შემთხვევაში კონკურსის მონაწილე კონკურსზე აღარ დაიშვება. გამონაკლისის სახით მის კონკურსზე დატოვებას, გამოსვლის დროის შეცვლას ან კონკურსიდან გამოთიშვას გადაწყვიტავს ჟიური.
*სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ფესტივალი კონკურსის მონაწილეებს კონკურსის პარტნიორ სასტუმროსა და კვების ობიექტებს სთავაზობს, სადაც მათთვის ექსკლუზიური ფასდაკლება გაკეთდება. ბუნებრივია, კონკურსანტი უფლებას იტოვებს უარი თქვას ამ შეთავაზებაზე და თავად მოიძიოს მისთვის სასურველი საცხოვრებელი თუ კვების ობიექტი.
ყველა კონკურსანტი, კონკურსის მსვლელობის პერიოდში თავად იხდის კვებისა და ცხოვრების ხარჯებს. გამონაკლისს, მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე უკრაინის მოქალაქეები წარმოადგენენ.

კონკურსის საპრიზო ფონდი:

I ადგილი და ტიტული „ოპერის ოქროს ხმა“ – 7000 ევრო და ჯილდო : კონკურსის სპეციალური ექსკლუზივი: სახელობითი სტატუეტი

II ადგილი 5000 ევრო და ჯილდო: კონკურსის სტატუეტი

III ადგილი 3000 ევრო და ჯილდო: კონკურსის სტატუეტი

კონკურსის ფინალისტთათვის დაწესებული დამატებითი სპეციალური პრიზები, სპონსორთა და მხარდამჭერთა საჩუქრების ჩამონათვალი გამოქვეყნდება მოგვიანებით

ჟიური:

კონკურსის ჟიური შედგება 9 წევრისგან.
მასში მოწვეულნი იქნებიან მსოფლიო საოპერო სფეროს ცნობილი და თვალსაჩინო მოღვაწეები, მათ შორის : მომღერლები, მსოფლიო საოპერო თეტრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები, დირიჟორები, კასტინგ დირექტორები, ინტენდანტები. ასევე, ცნობილი სააგენტოების წარმომადგენელლობითი აგენტები, იმპრესარიოები, საოპერო სტუდიების და აკადემიების ხელმძღვანელები და ა.შ.
ჟიურის სრული შემადგენლობის ვინაობა გამოცხადდება მოგვიანებით.

კონტაქტი:

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია“
ელ.ფოსტა“: geofestivali@gmail.com

კონკურსი: „ოპერის ოქროს ხმა“
ელ.ფოსტა: goldenvoicegeo@gmail.com
ტელ: +995 577 712 040

www.rhapsodyfest.ge
www.rhapsodyfest.com

საჭირო ბმულები და ლინკები
პარტნიორი სასტუმროები…..
პარტნიორი რესტორნები….
სილამაზის სალონი….
ქალაქის ღირშესანიშნაობები:

ექსკურსიით გათვალისწინებული მარშრუტები:
გონიოს ციხე, სარფი, მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღი და ა.შ.

კონკურსის პროგრამა

კონკურსის მონაწილეებმა კონკურსზე უნდა შეასრულონ სულ ხუთი სხვადასხვა საოპერო არია.

საკუთარი შერჩევით:
ორი არია პირველ ტურში
ორი არია მეორე ტურში
ორი არია მესამე ფინალურ ტურში,აქედან ერთი არია გამეორებული იქნება წინა ტურებიდან და მეორე კი ახალი.

კონკურსზე შესრულებული უნდა იქნას არიები შემდეგი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან:

იტალიური მუსიკა:
ჯუზეპე ვერდი
ჯაკომო პუჩინი
ვინჩენცო ბელინი
გაეტანო დონიცეტი
პიეტრო მასკანი
ჯოაკინო როსინი
უმბერტო ჯორდანო
ფრანჩესკო ჩილეა
ალფრედო კატალანი
რუჯერო ლეონკავალო
დომენიკო ჩიმაროზა
ჯაკომო მეიერბერი
არრიგო ბოიტო
ამილკარე პონკიელი
ლუიჯი ქერუბინი

ავსტრო-გერმანული მუსიკა:
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
რიხარდ ვაგნერი
რიხარდ შტრაუსი
იოჰან შტრაუსი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ფრიდრიხ ფონ ფლოტოვი
კარლ მარია ფონ ვებერი
ჯაკომო მეიერბერი

ფრანგული მუსიკა:
ჟორჟ ბიზე
შარლ გუნო
ჟიულ მასნე
ჟაკ ოფენბახი
კამილ სენ სანსი
ლეო დელიბი
გუსტავ შარპანტიე
ჟაკ ფრომებტალ ჰალევი

რუსული მუსიკა:
პეტრე ჩაიკოვსკი
მოდესტ მუსორგსკი
ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი
ანტონ რუბინშტეინი
მიხეილ გლინკა
ალექსანდრე ბოროდინი
სერგეი რახმანინოვი
სერგეი პროკოფიევი
დიმიტრი შოსტაკოვიჩი

ქართული მუსიკა:
ზაქარია ფალიაშვილი
ოთარ თაქთაქიშვილი
ვიქტორ დოლიძე
დიმიტრი არაყიშვილი
რევაზ ლაღიძე
ბიძინა კვერნაძე
გია ყანჩელი

ჩეხური მუსიკა:
ანტონინ დვორჟაკი

უნგრული მუსიკა:
ფრანც ლეჰარი

ამერიკული მუსიკა:
ჯორჯ გერშვინი
ლეონარდ ბერნსტაინი