ვოკალის აკადემიის კვირეული

ოპერის ოქროს ხმა

20 სექტ. 2 ოქტ. 2023

მონაწილეობის საშუალება აქვთ 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდა მომღერლებს.

2022 წლის სექტემბერში წარმატებით ჩატარებული ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის „ოპერის ოქროს ხმა”ს შემდეგ, 2023 წელს ვაფუძნებთ და ვაცხადებთ მორიგ პროექტს: „ოპერის ოქროს ხმა”ს ვოკალის აკადემიის კვირეული“.

რეგისტრაცია

მონაწილეობის საშუალება აქვთ 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდა მომღერლებს.

კონკურსი ფესტივალი “ბათუმის რაფსოდია”-ს ერთ-ერთი კომპონენტია . ფესტივალი და კონკურსი 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გლობალური პანდემიის გამო მათი ჩატარება გადაიდო.

მონაწილოებისათვის საჭიროა რეგისტრაცია 1 სექტემბრამდე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • პროგრამა (შესასრულებელი აკადემიის ფარგლებში – 3 არია);
  • ვიდეოჩანაწერი (1 საოპერო არია);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

 

შესაძლოა, მენტორის მიერ ხანგძლივ რეჟიმში სამუშაოდ შერჩეულ მომღერალს მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაცია (CV,ფოტოსურათი,საკონტაქტო დეტალები ა.შ)

მასტერკლასში მონაწილეობის შესატანი თანხა 150 ლარს შეადგენს საფასური გადაიხდება მონაწილეობის მსურველის ვიდეოჩანაწერის განხილვის ნიადაგზე, მასტერკლასზე დაშვების შემდგომ.

 

საბუთები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: goldenvoicegeo@gmail.com

ტელ:+995 571 263 443

აკადემიის ფარგლებში წარმოსადგენი პროგრამა უნდა შეესებამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

3 საოპერო არია, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს იტალიური არია, გაშლილი ფორმის (რეჩიტატივით,სტრეტით ან კავატინით).

მენტორები

აკადემიის კვირეულის მოწვეული მენტორები

ვესელინა კაზაროვა

მსოფლიოში ცნობილი ბულგარელი მეცო სპორანო

რობერტო სკანდიუცი

მსოფლიო დონის იტალიელი ბანი

ბოჟიდარ ნიკოლოვი

ცნობილი ბულგარელი ტენორი - პედაგოგი

კომისიის წევრები

აკადემიის კვირეულზე მოწვეული კომისიის წევრები

მარკ ჰილდროუ

სააგენტო ‘Asconas Holt’ გენერალური დირექტორი, დიდი ბრიტანეთი

ჯერმინალ ჰილბერტი

გენ. დირექტორი სააგენტო `Hilbert Artist’s management`, გერმანია

კონსტანტინე ორბელიანი

ნიო იორკ სითი ოპერა, აშშ

კრისტოფერ გრისტი

ტულუზის ‘კაპიტოლის თეატრის’ დირექტორი, საფრანგეთი

არიანა ჰოლენდერ – კალიქს

‘ჰოლენდერ კალიქს არტ.სააგენტო’ ავსტრია

სოლალ დელ კასტილო

არტისტთა სააგენტო ‘IMG Artists’, შვეიცარია

ალექს გრიგორევ

აგენტი სააგენტო `TACT Artist’s Management`, ნიდერნალდები

სავერიო კლემენტე

აგენტი, ‘IN ART artist’s management’ ის ხელმძღვანელი, იტალია

თამარ სანიკიძე

ბატლერის საოპერო ცენტრის და საერთ. საოპერო კონკურსის დირექტორი, ოსტინი, აშშ

მარიამ ჯახუტაშვილი

ბათუმის სახ.მუს.ცენტრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი

განრიგი

აკადემიის კვირეულის განრიგი

20

სექტემბერი

გახსნა

ვოკალის აკადემიის კვირეულის გახსნის ცერემონია

21

სექტემბერი

მოსმენა

  1. ადგილზე რეგისტრაცია ბათუმში
  2. კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფისთვის პირადი საკონტაქტო დეტალების: ტელეფონი, ელ.ფოსტა, სასტუმრო ან საცხოვრებელი ბინის მისამართი და ა.შ. შეტყობინება.
  3. პიანისტ-კონცერტმაისტერებთან სამუსიკო სასწავლებლ ოთახებში განაწილება (სურვილისამებრ პიანისტთან მუშაობა).

*კონკურსანტი იტოვებს უფლებას, თანამშრომლობის დროს შეუთავსებლობის გამო, ერთჯერადად გამოცვალოს მისთვის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შეთავაზებული კონცერტმაისტერი.

22-28

სექტემბერი

ყოველდღიური გაკვეთილები

ყოველდღიური გაკვეთილები ჩატარდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში (ბათუმი, საქართველო)

29

სექტემბერი

გალა კონცერტი

გალა კონცერტი

29-30

სექტემბერი

საყურადღებოა!

მასტერკლასების პარალელურად 29-30 სექტემბერს მსოფლიოს საოპერო ინდუსტრიის წამყვანი მესვეურების: საოპერო აგენტების, თეატრის დირექტორების, საოპერო სასწავლებლების ხელმძღვანელების მიერ ჩატარდება 2-დღიანი ფართომასშტაბიანი მოსმენა.

მოსმენაზე და მასზე დარეგისტრირებაზე ინფორმაცია გამოქვეყნდება ცალკე.

მასტერკლასში მონაწილე მომღერალს ასევე უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ მოსმენაზე.თუმცა,მოსმენაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს რეკომენდაცია მენტორისგან თანხმობის შემთხვევაში.

მოსმენისათვის დამატებითი შენატანის საფასურია 50 ლარი.

 

მონაწილეთათვის კონცერტებზე, მოსმენაზე და მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია