ანონსი

შავი ზღვის მე-3 საერთაშორისო ვოკალური კონკურსი

goldenvoice

ოპერის ოქროს ხმა

ბათუმი 2026

სიხარულით ვიუწყებით, რომ 2026 წლის 6-12 სექტემბერს ტრადიციულად, უმშვენიერეს ქალაქ ბათუმში ჩატარდება ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია“ და მის ფარგლებში დაფუძნებული რიგით მესამე საერთაშორისო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“.

ასაკობრივი შეზღუდვა 18-35 წ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა
1 აგვისტო, 2026.

კონკურსის პარალელურად ჟიურის წევრები და მოწვეული სტუმრები მათ შორის: ამერიკელი სოპრანო აპრილე მილო და იტალიელი ტენორი ჯანლუკა ტერანოვა – ჩაატარებენ მასტერკლასებს

რეგისტრაციისათვის საჭიროა:

(განაცხადში მოთხოვნილი ორი საოპერო არიის ჩანაწერი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, სადაც მომღერალი სრული და ახლო რაკურსით ჩანს. გაითვალისწინეთ, არ მიიღება “Wetransfer” პლატფორმის ბმულები)

საკონკურსო წინაშესარჩევი ეტაპი უფასოა.

კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი მოეთხოვებათ მხოლოდ კონკურსისათვის შერჩეულ აპლიკანტებს.

კონკურსზე რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად:

I ეტაპი – აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და დაურთოს მას 2 საოპერო არიის ვიდეოჩანაწერი (ცალკე ფაილად ან Youtube ბმულის ფორმატში) (თანხლებით ან ა’ კაპელა), აპლიკანტს განაცხადში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაეგზავნება პასუხი კონკურსზე დაშვება/არდაშვების შესახებ;

II ეტაპი – კონკურსზე დაშვებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო შენატანის დაფარვის დამადასტურებელი ქვითარი (საქართველოს მოქალაქეებისათვის 150 ლარი, არარეზიდენტებისათვის 60 ევრო), პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (10 აგვისტომდე);

შენიშვნა: კონკურსის „ოპერის ოქროს ხმა“ ლაურეატები, სოციალურად დაუცველი და დევნილის სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან გადასახადისგან შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

III ეტაპი – რეგისტრაცია ადგილზე, ქალაქ ბათუმში, 4-5 სექტემბერს წარიმართება – ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ფოიეში.

კონკურსის ტურებზე მონაწილეთა თანმიმდევრობა განისაზღვრება საორგანიზაცო კომიტეტის მიერ, კონცერტმაისტერებისა და ანბანური წყობის მიხედვით.

კონკურს-ფესტივალის ძირითადი და ტრადიციული ლოკაციებია: ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა – სამუშაო სივრცედ და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – საკონკურსო ტურებისათვის.

კონკურსი ტრადიციულად წარიმართება სამ ტურად (I-II ტური შესარჩევი, III – ფინალური, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით).

საკონკურსო განაცხადში შესატანი სავალდებულო პროგრამა მოიცავს თითო ტურისათვის 2-2 არიას (სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, კომპოზიტორთა ნუსხის შესაბამისად: https://rhapsodyfest.ge/programa/?lang=ge-ge)

შენიშვნა: მესამე, ფინალურ ტურში ერთი არია მეორდება წინა ტურებიდან; საორგანიზაციო ჯგუფი იტოვებს უფლებას აპლიკანტთან შეთანხმებით დააკორექტიროს მისი რეპერტუარი

კონკურსის განრიგი

6 სექტემბერი – გახსნის ცერემონია

7-8 სექტემბერი – I ტური

9 (10) სექტემბერი – II ტური

11 სექტემბერი – ფინალური ტურის რეპეტიცია ორკესტრთან

12 სექტემბერი – ფანალური ტური

კონკურსის საპრიზო ფონდი:

I პრემია – 10 000 ევრო 

II პრემია – 5 000 ევრო 

III პრემია – 3 000 ევრო

მასტერკლასებისა და
დამატებით ინფორმაციისათვის
მოგვმართეთ:

goldenvoicegeo@gmail.com

+995 571 263 443