ვოკალის აკადემიის კვირეული

ოპერის ოქროს ხმა

19-28 სექტემბერი, 2025

მონაწილეობის საშუალება ეძელევათ 18-დან 33 წლამდე ახალგაზრდა მომღერლებს

ფესტივალ „ბათუმური რაფსოდია“-ს ფარგლებში 2023 წელს წარმატებით ჩატარებული „ოპერის ოქროს ხმა“-ს I საერთაშორისო ვოკალის აკადემიის კვირეული“-ს შემდეგ, ვაანონსებთ „ოპერის ოქროს ხმა“-ს რიგით II საერთაშორისო ვოკალის აკადემიის კვირეულს.

პროექტი წარიმართება 2025 წლის 18 სექტემბრიდან 29 სექტებრამდე, ტრადიციულად ქალაქ ბათუმში.

რეგისტრაცია

რეგისტრაცია წარიმართება 2 ეტაპად:

I ეტაპი: ონლაინ – რეგისტრაცია იწარმოებს 09 ივლისიდან – 20 აგვისტოს ჩათვლით. 

რეგისტრაციისთის საჭიროა ანკეტა-განაცხადის შევსება ვებ-გვერდზე: rhapsodyfest.ge

(იხ. „ღილაკი“ რეგისტრაცია ქვემოთ). 

 

ონლაინ ანკეტა-განაცხადში მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს: 

  • საპასპორტო ინფორმაციას;
  • ვოკალური ხმის ტიპისა და კონცერტმაისტერის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას; 
  • ველს – სასურველ მენტორთან მუშაობის აღსანიშნად;
  • საკონტაქტო ინფორმაციას;
  • კვირეულის განმავლობაში სამუშაო რეპერტუარს (აკადემიის ფარგლებში წარმოსადგენი პროგრამა უნდა შეესებამებოდეს ვებ-გვერდზე მოცემულ დაშვებულ რეპერტუარს, ამასთან სავალდებულო 4 არიიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს გაშლილი ფორმის იტალიური არია (რეჩიტატივი, სტრეტა, კავატინა);
  • ველს – ორი ვიდეოჩანაწერის ასატვირთად, რომლებზე დაყრდნობითაც აპლიკანტები შეირჩევიან პროექტში მონაწილეობისათვის. 

 

II ეტაპი: ანკეტაში მითითებულ ელ-მისამართზე, საორგანიზაციო ჯგუფისგან ფესტივალზე დაშვების შესახებ  წერილის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში, აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს პროექტში მონაწილეობის საფასური – საქართველოს რეზიდენტებისთვის 150 ლარი, უცხოეთის რეზიდენტთათვის 150 ევრო/დოლარი – 

! – საფასურის დროულად არგადახდის შემთხვევაში, აპლიკანტის განაცხადი ავტომატურად ანულირდება. 

 

გაითვალისწინეთ! – 

  1. თუკი რეგისტრაციის პერიოდში (09.07-20.08) – აპლიკანტი არ მიიღებს საორგანიზაციო ჯგუფისგან წერილს პროექტზე დაშვების შესახებ – ეს ნიშნავს, რომ ამჯერად განაცხადი უარყოფილია.
  2. პროექტში მოწვეულ მენტორთაგან რომელიმესთან სამუშაოდ გათვალისწინებული კვოტის (მაქსიმუმ 20 მონაწილე) ამოწურვის შემთხვევაში, აპლიკანტებს მიეცემათ რჩევა/რეკომენდაცია სხვა რომელიმე მენტორთან რეგისტრაციაზე.
  3. გარკვეულ შემთხვევებში, აპლიკანტს შესაძლოა მოეთხოვოს, წარმოადგინოს კვირეულისთვის გათვალისწინებული რეპერტუარის შესაბამისი სანოტო ელექტრონული მასალა კონცერტმაისტერთა და ორკესტრისათვის (დირიჟორისათვის).
  4. პროექტის ფარგლებში ჩაწერილი ნებისმიერი სახის ხმოვან-ვიზუალური მასალა წარმოადგენს პროექტის საკუთრებას – არ ექვემდებარება გაგზავნას, წაშლას და შესაძლოა გამოქვეყნებულ იქნას სოციალურ მედიაში – ფესტივალის ოფიციალურ გვერდებზე და არხებზე.

2025 წლის 17-18 სექტემბერს ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ფოიეში იწარმოებს აპლიკანტთა საბოლოო რეგისტრაცია.

პროექტის აღწერილობა:

ქ. ბათუმში, ადგილზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (17-18 სექტემბერი), 19 სექტემბერს, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  წარიმართება პრესკონფერენცია (12:00 საათი) და პროექტის „ოპერის ოქროს ხმა“-ს რიგით II საერთაშორისო ვოკალის აკადემიის კვირეული“-ს გახსნის ცერემონია (14:00 საათი), სადაც აუდიტორიის წინაშე წარდგენილნი იქნებიან მსოფლიო დონის 3 მომღერალი/მენტორი და მათთან დარეგისტრირებული მომღერლები/აპლიკანტები. 

 

2025 წლის პროექტის ფარგლებში მოწვეული მენტორები არიან: 

 

მარჩელო ალვარეზ – ლეგენდარული საოპერო მომღერალი (ტენორი), მრავალი საოპერო ჯილდოს მფლობელი და პედაგოგი, არგენტინა. 

ვალენტინ პეიტჩინოვ – ვოკალის ცნობილი პედაგოგი, მომღერალი (ბანი),  ბულგარეთი/აშშ.

მათიეუ აბელი – ცნობილი ვოკალის ქოუჩი-პედაგოგი, მომღერალი (ბას-ბარიტონი), საფრანგეთი.

20 სექტემბერს პროექტზე რეგისტრირებული მონაწილეები დაიწყებენ მუშაობას მენტორებთან (თითო მენტორთან მაქს. 20 მონაწილე, თითოეული მონაწილისათვის წარიმართება მაქს. 30-40 წუთიანი მასტერკლასი, 2-3 დღის განმავლობაში). 

  • პირველი სამუშაო ეტაპის გავლის შემდეგ თითოეული მენტორი ირჩევს 5 მომღერალს, დარჩენილი დღეების განმავლობაში სამუშაოდ და გალა კონცერტზე წარდგომისათვის.  
  • მასტერკლასები ჩატარდება ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში (ბათუმი, საქართველო).

მენტორების მომღერლებთან ერთკვირიანი მუშაობა დაგვირგვინდება 28 სექტემბერს შემაჯამებელი, საჩვენებელი გალა კონცერტით.

მენტორები

Invited mentors of the Academy Week

Valentin Peytchinov

ოპერის მომღერალი (ბანი), ხმის ექსპერტი,
პროდიუსერი, პედაგოგი,
აშშ/ბულგარეთი

Marcelo Alvarez

მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ოპერის მომღერალი (ტენორი)
მრავალი ჯილდოს მფლობელი,
პედაგოგი
არგენტინა

Mathieu Abelli

პედაგოგი, ოპერის მომღერალი (ბას-ბარიტონი),
„Opera Vocal Coach“-ის დამფუძნებელი და დირექტორი
საფრანგეთი

განრიგი

The Academy Week schedule

17-18

სექტემბერი

10:00-18:00 – მონაწილეთა რეგისტრაცია, ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ფოიე

19

სექტემბერი

12:00 – პრესკონფერენცია, ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიე

14:00 – გახსნის ცერემონია, ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა (საჩვენებელი გაკვეთილები)

20-21

სექტემბერი

მასტერკლასები რეგისტრირებულ აპლიკანტებთან, ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა

22-27

სექტემბერი

მასტერკლასები გალა-კონცერტისათვის შერჩეულ აპლიკანტებთან, ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა

24

სექტემბერი

მსოფლიოში წამყვანი არტისტთა სააგენტოების წარმომადგენლების ჩამოსვლა

26

სექტემბერი

19:00 – პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ – საკონცერტო ვერსია – ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა

28

სექტემბერი

19:00 – ფესტივალის საზეიმო დახურვა – გალა კონცერტი, ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა

22:00 – საზეიმო ფურშეტი – ბათუმის საზაფხულო თეატრი

გასათვალისწინებელი ინფორმაცია აპლიკანტთათვის: 

  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ და პროექტის განმავლობაში კონცერტმაისტერთან დაკავშირებული ინფორმაციის (რეპერტუარის თვითნებური ცვლილება) ან კონცერტმაისტერის ცვლილება დაუშვებელია;
  • საორგანიზაციო კომიტეტი რეგისტრაციის პერიოდსა და პროექტის დროს იტოვებს უფლებას ითხოვოს აპლიკანტებისგან რეპერტუარის შეცვლა/კორექტირება;
  • პროექტის განმავლობაში გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა არ ექვემდებარება გაგზავნას, ის წარმოადგენს პროექტის საკუთრებას/საარქივო მასალას, და უფლება მის გამოქვეყნებასა და გავრცელებაზე ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ფესტივალს.

მასტერკლასების პარალელურად 25-28 სექტემბერს პროექტს ესტუმრებიან მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების მესვეურები და აგენტები ახალგაზრდა პერსპექტიულ მომღერალთა შერჩევის მიზნით, მათ შორის: ვალტერ ვლადარსკი (ავსტრია),  კრისტინა პრესმანეს (ესპანეთი), ალექს გრიგორევ (ნიდერლანდები), მარცინ კოპეც (აშშ/პოლონეთი) და სხვ.

ფესტივალის ფარგლებში 26 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში შედგება პიეტრო მასკანის უკვდავი ოპერის – „სოფლის ღირსება“-ს ჩვენება საკონცერტო ვერსიაში. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იქნება. ხსენებული ღონისძიებისათვის პროექტს ეწევევიან ცნობილი და წარმატებული საოპერო მომღერლები, მათ შორის I საერთაშორისო კონკურსის „ოპერის ოქროს ხმა“ (ბათუმი, საქართველო), Operalia-ს (მუმბაი, ინდოეთი), Opera Crown-ის (თბილისი, საქართველო) გამარჯვებული და მრავალ სხვა პრიზთა მფლობელი მეცო-სოპრანო ელმინა ჰასანი.

რეგისტრაცია