შავი ზღვის
საერთაშორისო

ფესტივალი

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმის რაფსოდია” და მის ჩარჩოში, ვოკალური კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა” გეპატიჟებათ ქალაქ ბათუმში, საქართველოს ერთერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში, ნამდვილი მარგალიტი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმი სავსეა მზიანი ამინდებითა და თბილი წვიმით, საოცარი ბუნებით და ულამაზესი პეიზაჟებით, გარდა ამისა, მას აქვს ევროპაში ყველაზე გრძელი ბულვარი.

აქ მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, მათ შორის, თანამედროვე თუ მშვენიერი ეპოქის სასტუმროების ნაზავი, რომლებიც გადაშლილია ქალაქის სანაპიროზე, ხოლო ძველი ქალაქის ესთეტიკა და თანამედროვე კოშკები ქმნის ზურმუხტისებრ ზოლს. ისიამოვნეთ მშვენიერი სანაპიროთი, გამორჩეული ბაღებით ეგზოტიკური ყვავილებითა და ულამაზესი პალმებით, უამრავი საოცარი კაფე-რესტორნითა და გემრიელი, მდიდარი მენიუთი ყველა სახის გურმანისთვის მთელი მსოფლიოდან და რა თქმა უნდა, უნიკალური ბათუმური ყავით. თუ საოცნებო მზის ჩასვლის მოყვარული ხართ, თან იქონიეთ ერთი ბოთლი ქართული ღვინო, კარგი კამერა და დატკბით დაუვიწყარი ხედებით. ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ ბათუმი არის საქართველოს მთავარი დასასვენებელი ადგილი, ძალიან უსაფრთხო ადგილი დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

ბათუმი ისტორიული ქალაქია მდიდარი ტრადიციებითა და მეგობრული, მომღიმარი ხალხით. ბათუმის მოსახლეობა ყოველთვის აფასებდა მუსიკას და ცნობილნი არიან მუდამ სიმღერით. მას აქვს მდიდრული მუსიკალური სცენა ხელმისაწვდომი, ცოცხალი მუსიკალური ფესტივალებითა და კონცერტებით, ხალხი ყოველთვის გულთბილად და აპლოდისმენტებით ხვდება ცნობილ თანამედროვე თუ წარსულ მუსიკოსებს. ეს ქალაქი სახლია კარგი გემოვნების, მოსიყვარულე გულების, ღია სულებისა და პატიოსანი ბუნების მქონე ადამიანების.