4-12 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება 2022 წელს დაფუძნებული “შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმის რაფსოდია”
ფესტივალოს ფარგლებში 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში, გაიმართება ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის “ოპერის ოქროს ხმა” გამარჯვებულის – მეცო-სოპრანო ელმინა ჰასანის საქველმოქმედო კონცერტი
სპეციალური მოწვევით ტენორი – ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი – ალუდა თოდუა
ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრთან ერთად, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი