განრიგი

კონკურსზე რეგისტრაცია და განრიგი

კონკურსში მონაწილეობაზე აპლიკანტის განაცხადის მიღება და რეგისტრაცია: 2022 წლის 15 აგვისტომდე.

შენიშვნა: კონკურსზე დაშვებულ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება არა უგვიანეს 15 აგვისტოსი

22-23

სექტემბერი

კონკურსის მონაწილეთა ქ.ბათუმში ჩამოსვლა.

23-24

სექტემბერი

დღის პირველ ნახევარში

  1. ქ. ბათუმში, ადგილზე გამოცხადება და რეგისტრაციის გავლა
  2. კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფისთვის პირადი საკონტაქტო დეტალების: ტელეფონი, ელ.ფოსტა, სასტუმრო ან საცხოვრებელი ბინის მისამართი და ა.შ. შეტყობინება.
  3. პიანისტ-კონცერტმაისტერებთანდა სამუსიკო სასწავლებლი ოთახებში განაწილება (სურვილისამებრ პიანისტთან მუშაობა).

კონკურსანტი იტოვებს უფლებას, თანამშრომლობის დროს შეუთავსებლობის გამო, ერთჯერადად გამოცვალოს მისთვის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შეთავაზებული კონცერტმაისტერი.

24

სექტემბერი

20:00

ფესტივალ-კონკურსის გახსნის ცერემონიალი და მონაწილეთა კენჭისყრა

25-26

სექტემბერი

კონკურსის პირველი შესარჩევი ტური: 10.00 – 21.00.
(შესვენება 14.00-16.00) (ბრეიქი 19.00-19.30)

რეპეტიცია/გამღერება სამუსიკო სასწავლებელში. ტურზე გამოცხადება კენჭისყრაზე მინიჭებული ნომრის შესაბამისად.
კონკურსანტი დანიშნულ დროზე 30 წუთით ადრე (არაუგვიანეს) უნდა გამოცხადდეს.
გამოსვლის ხანგძლივობის მაქსიმუმი: 15 წუთი.
სრულდება 2 არია ფორტეპიანოს თანხლებით.

27-28

სექტემბერი

კონკურსის მეორე შესარჩევი ტური
13.00 სთ – 20.00 მდე (შესვენება 15.00-17.00 მდე)

რეპეტიცია/გამღერება სამუსიკო სასწავლებელში. ტურზე გამოცხადება კენჭისყრაზე მინიჭებული ნომრის შესაბამისად.
კონკურსანტი დანიშნულ დროზე 30 წუთით ადრე (არაუგვიანეს) უნდა გამოცხადდეს.
გამოსვლის ხანგძლივობის მაქსიმუმი: 15 წუთი.
სრულდება 2 არია ფორტეპიანოს თანხლებით.

29

სექტემბერი

რეპეტიცია & მასტერკლასი

ფინალურ ტურზე გასულ კონკურსანტთა რეპეტიცია ორკესტრთან
რეპეტიციის საათები გამოცხადდება დამატებით, კონკურსის მსვლელობის პერიოდში.
იმავე დღეს, დაგეგმილია ჟიურის წევრთა მასტერკლასები დამწყები მომღერლებითვის. მასტერკლასზე მონაწილეობის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია მოხდება კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფთან – ელ.ფოსტით ან ადგილზე გაკეთებული განაცხადით კონკურსის მსვლელობისას.

30

სექტემბერი

მესამე ტური და კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონია – 20:00 სთ

ფინალური ტურის დასრულების შემდეგ ჟიური განიხილავს (გამოცხადდება შესვენება) და გამოავლენს ლაურეატებს, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი პრემიები. ასევე, გამოვლენილი იქნებიან სპონსორების მიერ სპეციალურად კონკურსისთვის დაწესებული პრიზებისა თუ ჯილდოების მფლობელები.
ფინალში გასული მონაწილეები იმეორებენ ერთ არიას წინა ტურებიდან და იმღერებენ ერთ ახალ არიას. საფინალო გალა კონცერტი ორ განყოფილებად ჩატარდება. მონაწილეები ყოველ განყოფილებაში თითო არიას შეასრულებენ.
საფინალო ტური -კონცერტი ჩატარდება ორკესტრის თანხლებით.

*კონკურსი ჟიურის მსოფლიო საოპერო ინდუსტრიის წამყვანი სპეციალესტებითა და უმაღლესი რანგის პროფესიონალი მუსიკოსებით იქნება დაკომპლექტებული. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილება კონკურსანტის შეფასებისას საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, კონკურსანტის აპელაცია არ განიხილება.
*დაგვიანების შემთხვევაში კონკურსის მონაწილე კონკურსზე აღარ დაიშვება. გამონაკლისის სახით მის კონკურსზე დატოვებას, გამოსვლის დროის შეცვლას ან კონკურსიდან გამოთიშვას გადაწყვიტავს ჟიური.
*სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ფესტივალი კონკურსის მონაწილეებს კონკურსის პარტნიორ სასტუმროსა და კვების ობიექტებს სთავაზობს, სადაც მათთვის ექსკლუზიური ფასდაკლება გაკეთდება. ბუნებრივია, კონკურსანტი უფლებას იტოვებს უარი თქვას ამ შეთავაზებაზე და თავად მოიძიოს მისთვის სასურველი საცხოვრებელი თუ კვების ობიექტი.
ყველა კონკურსანტი, კონკურსის მსვლელობის პერიოდში თავად იხდის კვებისა და ცხოვრების ხარჯებს. გამონაკლისს, მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე უკრაინის მოქალაქეები წარმოადგენენ.